logo_geo
eng_logo
8-13 ნოემბერს თბილისის კამერული ორკესტრის XI ფესტივალი გაიმართება
- +

8 ნოემბერი. 2016. 10:26



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-13 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება თბილისის კამერული ორკესტრის XI ფესტივალი.



ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ქართველი ხელოვანები: მეგი ჩიხრაძე (სოპრანო), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები, ჯგუფი „The Quintessence", ნიკოლოზ რაჭველი (ფოტეპიანო), ოთარ მაღრაძე (ფორტეპიანო), ნინო გულიაშვილი (ფორტეპიანო) და სხვა.


ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობისა და პროფილის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები - ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები.


თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.


 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner