logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკი არჩევნებზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
- +

8 ნოემბერი. 2016. 10:43


 


ამერიკული მედიის ცნობით, ნიუ-იორკის ოფიციალური პირები არჩევნების უსაფრთხოებას მთელი სერიოზულობით უდგებიან და ხუთივე დასახლებაში შესაბამის ზომებს იღებენ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის, როგორც ჰილარი კლინტონის, ასევე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სათაო ოფისები ნიუ-იორკში მდებარეობს.


სამართალდამცავები ამოწმებენ ინფორმაციას იმ მუქარების და საფრთხეების შესახებ, რომელიც ნიუ-იორკშია მოსალოდნელი. ტრამპის მომხრეები საკუთარი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში არეულობით იმუქრებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩეველთა დაშინების მცდელობებზე. ასევე, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ამოწმებს ცნობას „ალ-ქაიდას" მიერ არჩევნებზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner