logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი 90%-ია
- +

8 ნოემბერი. 2016. 11:27


 



„Reuters"-ის ცნობით, რომელმაც სოციოლოგიურ კომპანია „Ipsos"-თან ერთად ახალი კვლევა ჩაატარა, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ს შეადგენს.



კვლევის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინტონის გამარჯვების შანსი თითქმის არ შეცვლილა. დონალდ ტრამპის გამარჯვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის 6 ან 7 შტატში მცხოვრები თეთრკანიანი, ფერადკანიანი და ესპანურენოვანი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას რადიკალურად შეცვლის და ტრამპს მისცემს ხმას.



Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, კლინტონისთვის ხმის მისაცემად მზად არის ამომრჩეველთა 45%, ტრამპისთვის კი - 42%. არსებული პროგნოზით, კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 303 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 235-ს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner