logo_geo
eng_logo
დენის დავითაშვილი: გამოსავალია, გიორგი კვირიკაშვილმა განახორციელოს სამინისტროში საკადრო ცვლილებები
- +

19 მარტი. 2016. 17:09


პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი მიმართავს პრემიერ-მინისტრს, განახორციელოს საკადრო ცვლილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:


„განათლების მინისტრი უბიძგებს და მიუთითებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, განიხილოს უნივერსიტეტის რექტორის - ლადო პაპავას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი. ამის ნაცვლად, თვითონ უნდა აღიაროს, რამდენი ნაკლოვანება გააჩნია მას, როგორც პასუხისმგებელს განათლების სისტემის ყველა დარგში, უნდა ისაუბროს არსებულ მრავალ ნაკლოვანებაზე, იმაზე, თუ როგორ კატასტროფულ მდგომარეობაშია უმაღლესი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და მეცნიერება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს განათლების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების ჩატარებაზე, მაგრამ თ. სანიკიძე არ აღიარებს მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების წინაშე იმას, რომ დღეისთვის სამინისტროში არსებული კადრებით სამინისტრო მისი ხელმძღვანელობით ვერ დაგეგმავს და ვერ განახორციელებს იმ კარდინალურ რეფორმებს, რომელიც ესაჭიროება განათლების სისტემის ყველა დარგს. ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის ის, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა განახორციელოს სამინისტროში სათანადო საკადრო ცვლილებები და ახალდანიშნულმა განათლების მინისტრმა შეძლოს ყველა გამოწვევის გათვალისწინებით დაგეგმოს და დაიწყოს განათლების სიტემაში ასე აუცილებელი რეფორმების განხორციელება. ჩვენ, რასაკვირველია, გვერდით დავუდგებით საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და განათლების სამინისტროს განახლებულ გუნდს რეფორმების კონცეფციის შემუშავებასა და მის განხორციელებაში", - ნათქვამია დენის დავითაშვილის მიმართვის წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner