logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილმა უკრაინაში მონოპოლია ვერ შექმნა და ჩამოიშალა
- +

8 ნოემბერი. 2016. 12:18


 



მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია „TVპირველის" ეთერში, გადაცემა „რვიანში", მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვების საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ მისი წარმატება ყოველთვის დამოკიდებული იყო მონოპოლიურ რეჟიმზე, რომელიც უკრაინაში ვერ შექმნა და ჩამოიშალა.



„2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საქართველომ გაიგო, ვისთან ჰქონდა საქმე და ჩემი აზრით, ეს პროცესი ინაცვლებს უკრაინაში. სააკაშვილის ოდესის კარიერა ჩამოშლილი იყო და ითვლიდა წამებს. მისი იქ საქმიანობა წვალებად იყო ქცეული. მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის წარმატება ყოველთვის იყო დამოკიდებული მონოპოლიურ რეჟიმში ფუნქციონირებაზე. მან ეს მონოპოლია ვერ შექმნა, ვერ მოახერხა, ფინანსური ნაკადებისთვის კონსოლიდირება გაეკეთებინა და შესაბამისად, იგი ჩამოიშალა", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.



ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომა არა მისი მომდევნო წარმატების, არამედ მარცხის მანიშნებელია.

 

 

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დამოუკიდებელ უკრაინას, ის იბრძვის, აქვს ტერიტორიული პრობლემა, ნაციონალური იდენტობის პრობლემა და არა მგონია, რომ ჩვენი მოძმე ერი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო ისე გაწიროს გამჩენმა, რომ მისი გადარჩენის იდეა მიხეილ სააკაშვილს დაეკიროს. დაიწყებს იქ რაღაცა ტიპის ხვანცალს, იპოვის თუ არა ფინანსურ რესურსებს, შეძლებს თუ არა იმ პოლიტიკურ ველში დარჩენას - მკითხაობას არ დავიწყებ. ერთია, რომ სააკაშვილი წარმატებულად გასაღებული პრეზიდენტიდან ჩამოლაბორანტდა ოდესის გუბერნატორად და კრახით დასრულდა მისი კარიერა. ეს გაცილებით უფრო სასარგებლოა ჩვენთვის და იმ ამომრჩევლისთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა და მისი მუმიფიცირების პროცესი არის ძალიან კარგი ჩვენი პოლიტიკისთვის, რათა შევხედოთ, ვინ გვყავდა და ვისთან გვქონდა საქმე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner