საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
„საგარო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.