„ახლა C ჰეპატიტის ცენტრიდან დამირეკეს და მამცნეს, რომ სრულიად განვიკურნე", - წერს მომღერალი გია ნიკოლაძე სოციალურ ქსელში. „პრაიმტაიმი" აღნიშნულთან დაკავშირებით მას დაუკავშირდა.
- გია, როდის გაიგე ამ ავადმყოფობის შესახებ?
- 9 თვის წინ მითხრეს. სამი თვე „ინტერფერონი" ვიკეთე და ახლა დამირეკეს, სრულიად განიკურნეო.
- ახლა რას აპირებ, როგორ გააგრძელებ ცხოვრებას?
- „ზაპოის" არასდროს დავუბრუნდები. მხოლოდ ღვინოს დავლევ, ისიც მხოლოდ ნადიმებსა და წვეულებებზე. ღვინო, დუდუკი, ქალები (იცინის).
- ჯანმრთელობას გისურვებ.
- მადლობა.
ავტორი: ნინო მჭედლიშვილი