მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვებას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი ეს გადაადგილებები საქართველოს განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ქვეყნის განვითარებაზე სააკაშვილის გადაადგილებებს გავლენის მოხდენა აღარ შეუძლია, ხოლო მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, რომელშიც დისკუსია მიმდინარებს, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი არიან „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დინამიკის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტები, მაგრამ საბედნიეროდ, ეს დინამიკა ხელს არ და ვერ უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ის პროცესები, რაც „ნაციონალური მოძრაობის" გუნდში მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესებია.
„ნაციონალურ მოძრაობაზე" აქამდეც ვფიქრობდი, რომ სუსტდებოდა და ახლა სისხლისგან იცლება. ჩემი აზრით, ის, რომ მისი ფრაგმენტაცია მიმდინარეობს, ესეც ჯანსაღი პროცესია", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.