უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ზაფხულში აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ გადაწყვეტილება გადადო.
„გადაყენება ზაფხულში მზადდებოდა, მაგრამ პრეზიდენტთან სააკაშვილის პირადი შეხვედრის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ პროცედურის გადადების შესახებ, რათა სააკაშვილს მთელი რიგი მოთხოვნები შეესრულებინა.
მოთხოვნები არ შესრულებულა. სააკაშვილმა უბრალოდ დასწრებაზე ითამაშა. ლამაზად გამოიყვანა სიტუაცია, თითქოს კიარ გაუშვეს - თავად წავიდა", - განაცხადეს პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში.
სააკაშვილმა ორშაბათს თანამდებობიდან წასვლა უკრაინაში კორუფციის მაღალი დონით ახსნა.