„მაია ორჯონიკიძე უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს, როგორც მიშმადიდებლობის ეპოქის საუკეთესო რელიქტური ეგზემპლარი!" - ამის შესახებ თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე საკუთარ facebook-გვერდზე წერს
„მაია ორჯონიკიძე გაახაროს ღმერთმა. ეგ რომ ტელევიზიით გამოდის, თუ დავინახე, აუცილებლად ვუყურებ, ასეთი ჰიპერ-რესპონდენტი არ არსებობს, რაც პირზე მოადგებან ყველაფერს ამბობს და თან ძალიან ორგინალურად. ქართული ტელე-აბსურდის უბადლო ოსტატია. ამ ქალბატონზე საინტერესო ქართულ ტელესივრცეში არაფერი არ არის, გამოგიტყდებით, მისი შეფარული ფანი ვარ.
ეს ქალბატონი უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს, როგორც მიშმადიდებლობის ეპოქის საუკეთესო რელიქტური ეგზემპლარი!" - წერს შოთა გლურჯიძე.