logo_geo
eng_logo
კეზერაშვილი სწორედ სოდ­ის გამოყენებით ახდენდა ბიზნესმენზე იძულებას, დაეთმო მისი კუთვნილი ქონება
- +

8 ნოემბერი. 2016. 14:06


 


ქონების გამოძალვის საქმეზე დავით კეზერაშვილისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით სოდ­ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ქემოკლიძე დაიკითხა.

ქემოკლიძის ჩვენების მიხედვით, მან სოდ­ის დირექტორისგან, დევი ჭელიძესგან მიიღო დავალება, მისულიყო ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის სახლში და ეკონტროლებინა ვითარება.


 

სოდ­ის თანამშრომლები სამი დღის განმავლობაში იყვნენ ბიზნესმენის სახლში. დავალება იყო, სახლიდან როცა გავიდოდა, გავყოლოდით. ნიჟარაძემ მითხრა, რომაქმე ჰქონდა და მის მეგობრებს უნდა შეხვედროდა. შევათანხმე ჩემს ხელმძღვანელობასთან და გავყევი მას. ის .. პიქსელის შენობასთან ჩამოვიდა ორ მეგობართან შესახვედრად, შემდეგ მანქანაში როცა დაბრუნდა, მითხრა, რომ უნდა წავსულიყავით ფინანსურ პოლიციაში, მის ტერმინალში აღურიცხავი ბენზინის საკითხთან დაკავშირებით. როცა ეს ფინანსური პოლიციაც გავიგე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის მოცემული დავალების მიზანი იყო ნიჟარაძის 24-საათიანი კონტროლი", ­ განაცხადა გიორგი ქემოკლიძემ.

 

 

ბრალდების მხარის ცნობით, კეზერაშვილი სწორედ სოდ­ის გამოყენებით ახდენდა ბიზნესმენზე იძულებას, რათა დაეთმო მისი კუთვნილი ბიზნეს-აქტივები ფოთის პორტში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner