logo_geo
eng_logo
11 ნოემბერს მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა „იდენტიფიკაცია“ გაიხსნება
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:16


 


11 ნოემბერს, 18:00 საათზე, აღმაშენებლის #136-ში მდებარე ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში 23 წლის ქართველი მხატვრის, მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა „იდენტიფიკაცია" გაიხსნება.



ექსპოზიციის კონცეფცია საკუთარი თავის ძიების პროცესს ეხება. დედამიწის მასშტაბით, შემოქმედ ადამიანებს შორის არსებული ჯაჭვი და ბრძოლა მარტოობასთან - ეს ის მთავარი თემაა, რომელსაც ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ეძღვნება.



გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შექმნილი ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები, ლიტერატურის, პოეზიის, მითოლოგიური სიუჟეტებისა და 60-70-იანი წლების მუსიკის ილუსტრაციები, ფრაგმენტები გრაფიკული ნოველებიდან, კოლაჟები.


ნამუშევრების უმეტესობა 2015-2016 წლებში საქართველოსა და ინგლისშია შექმნილი.



23 წლის მარიამ ყანდიაშვილს უკვე ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა თბილისში და ასევე, კოლაბორაციული გამოფენები მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებში: თბილისში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და ფლორენციაში. იგი, ასევე, არტ-წიგნის „A Place for us" - ავტორია.



ხელოვანის განაცხადი:

ვინ ხარ შენ?

ამ კითხვაზე პასუხის ძიება უსასრულო პროცესია.

ძიება მიმდინარეობს საკუთარი თავის შიგნით და ასევე გარე სამყაროს ყველა ფიზიკურად არსებულ ან არა არსებულ ნაწილში.

ყველაფერი ერთია.

ის რაშიც პოულობ შენს თავს, ანუ ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას კონკრეტულ ადამიანთან, არსებასთან, პერსონაჟთან, ვინმეს შემოქმედებასთან, რამე მოვლენასთან ეს ყველაფერი ღვთაებრივ დონეზე შენი სიწმინდე ხდება.

შემდეგ ამ სიწმინდეებს აკავშირებ - კავშირი კი ისევ შენ ხარ.

ყველა ხელოვანი წინასწარმეტყველია. რადგან ხელოვანმა იცის რომ რასაც ის გრძნობს; სადღაც, ოდესმე, ვინმე იგივეს იგრძნობს.

- მე შენთან ვარ.

ასე მარცხდება მარტოობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner