logo_geo
eng_logo
სიმსივნე მე-5 სტადიაში იკურნება?!
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:21


 




„დრომ მოიტანა, რომ ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის მეთოდების შეჯერებით დამარცხდეს სიმსივნე".


ვაგრძელებთ სტატიას „კატრექსის ლაბორატორიის საიდუმლოებანი". გვესაუბრება „კატრექსის ლაბორატორიის" ყოფილი მთავარი ექიმი, ჰომეოპათი და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი:


- შეგახსენებთ, რომ  სწორედ 90-იანი წლების შემდეგ, როცა გაჩეჩილაძე ცოცხალი აღარ იყო, ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვიდა გამაახალგაზრდავებელი პრეპარატების ჯგუფი, მაგრამ არსად იწერება, რომ პირველი აღმოჩენების ავტორი ალექსანდრე გაჩეჩილაძე იყო. საბედნიეროდ, გაჩეჩილაძემ მოასწრო და გამოსცა წიგნი „ადაპტოგენი". ამ წიგნში თავმოყრილია ავადმყოფების ისტორიები, ანამნეზები, დიაგნოზები და მისი პრეპარატებით მკურნალობის შედეგები.


თუმცა, მედიცინის განვითარებას ყოველთვის თან ახლავს შეხედულებათა გადაფასება. მაგალითად, 80-იან წლებში პოპულარული იყო პოლ ბრეგის, ნორმან უოკერის, ჰერბეტ შელტონის ნაშრომები. ალბათ, გახსოვთ, შიმშილით განკურნების სასწაულები. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნები მილიონობით ტირაჟითაც კი გავრცელდა მსოფლიოში, მათში არის უზუსტობები, რაც გადახედვას საჭიროებს.


- ბატონო კახა, ambebi.ge-ს საინფორმაციო პორტალსა და „კვირის პალიტრის" საიტზე მკითხველებმა საინტერესო შეტყობინებები გამოგვიგზავნეს. ერთ-ერთი აცხადებს, რომ შარდის, ურინოთერაპიის საშუალებით ყველაფერი იკურნება და წერს, კიბოსგან განვიკურნეო. სხვა მკითხველი გვატყობინებს, რომ 1988 წელს მამამისი ციროზისგან ალექსანდრე გაჩეჩილაძის პრეპარატმა (სულ სამმა ამპულამ) განკურნა.


- რა თქმა უნდა, ალტერნატიული მედიცინის წყალობით ბევრი რამ არის შესაძლებელი, მაგრამ არც გადაჭარბება ვარგა. კიბოს, ე. ი. სიმსივნეს, აქვს წინა პირობები, მიომები, ფიბრომები და ა.შ.


როცა სიმსივნეს გამოავლენენ, უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი წარმოქმნიდან 20 წელი მაინც გავიდა, ხოლო მანამდე ორგანიზმში შეუმჩნევლად მიმდინარეობდა პროცესი. არ მინდა მკითხველმა „კატრექსი" კიბოსგან განმკურნავ საშუალებად ჩათვალოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის იყო ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო უნიკალური პრეპარატი და დამხმარე საშუალება სიმსივნესთან ბრძოლაში. მალე მისი გაუმჯობესებული ვარიანტი, ახალი პრეპარატი, სააფთიაქო ქსელშიც გაიყიდება. ამთავითვე განვმარტავ: სოფიო მარგალიტაშვილის თანაავტორობით (რომელიც არის ექიმი და საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი) ძველი ხალხური და არა მხოლოდ ქართული მედიცინისა და ჰომეოპათიის სინთეზის საფუძველზე შევიმუშავეთ პრეპარატი, რომლის გამოყენებაც სასურველია მკურნალობის პარალელურად, რასაც სავარაუდოდ, ონკოლოგიური ცენტრი გაუწევს პატრონაჟს. ონკოლოგიური ცენტრიდან უკვე არაერთხელ გამოგვიგზავნეს პაციენტები. ე.ი. დრომ მოიტანა, რომ ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის მეთოდების შეჯერებით დამარცხდეს სიმსივნე.


რაც შეეხება ციროზს, კიბოსგან განსხვავებით, ეს დაავადება მართლაც იკურნება ერთ-ერთი პრეპარატის წყალობით, რომელიც ასევე „კატრექსის ლაბორატორიაში" მიღებული გამოცდილების შედეგად მომზადდა. ჩვენთან ინახება 71 წლის პაციენტის ისტორია, რომელსაც ციროზი გენეტიკური მიზეზით განუვითარდა. ქალი განიკურნა, დღესაც ცოცხალია და თავს შესანიშნავად გრძნობს.


- გაჩეჩილაძის კვლევების გათვალისწინებით, თეორიულად რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს სიცოცხლე?

- ცალ-ცალკე თუ განვიხილავთ ორგანოებს, მაგალითად, თირკმელს, თეორიულად  მისი მუშაობა დაახლოებით 150 წელზეც კი არის გათვლილი. გარდა ამისა, ღვიძლს აქვს რეგენერაციის უნარი და მასაც შეუძლია  ამ ვადით არსებობა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სასიცოცხლო რესურსი არსებობს ადამიანში. ისე კი ბიბლიურ პერსონაჟებს თუ გავიხსენებთ (მაგალითად,  მათუსალას), გადმოცემის თანახმად, ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ.


სავარაუდოდ, ადამიანის ორგანიზმში ის სასიცოცხლო კოდია ჩადებული, რომელიც მას იმაზე მეტხანს სიცოცხლის საშუალებას აძლევს, ვიდრე ცოცხლობს და მთავარი დატვირთვა გულზე მოდის. ამიტომ ადამიანის ბუნებრივ სიკვდილს, ძირითადად, გული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან სიმსივნე განაპირობებს, სხვა დანარჩენი შეიძლება თანმხლებ დაავადებათა კატეგორიაში განვიხილოთ.


სენსაციური აღმოჩენა


მინდა, ერთი სენსაციური აღმოჩენის შესახებაც გიამბოთ. ონკოლოგ-მკვლევარმა ნატალია სვიშევამ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: მეოთხე სტადიის პაციენტს გაუკეთეს ოპერაცია, ამოჭრეს სიმსივნური ქსოვილი, სვიშევამ კი დასნებოვნებული მასა "პეტრის ფინჯანში" მოათავსა, მას განვითარების საშუალება მისცა, ე. ი. ხელოვნურად შეუქმნა იგივე პირობები, რაც ადამიანის სხეულში ჰქონდა. ამასობაში ნაოპერაციევი პაციენტი გარდაიცვალა, სიმსივნურმა ქსოვილმა კი გააგრძელა არსებობა და როგორც კი გადავიდა პირობითად (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ) მე-5, მე-6 თუ მე-7 სტადიაზე (ე. ი. გარკვეული პერიოდის შემდეგ) მიკროორგანიზმებად დაიშალა. მაშასადამე, სიმსივნეს რომ მიეცეს შემდგომი განვითარების საშუალება, განიკურნება, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ვერ უძლებს ამდენს, ვერ ახერხებს მე-4 სტადიასთან გამკლავებას.


სამკურნალო რეცეპტები


ეს უნიკალური და უძველესი რეცეპტი, რომელიც ტიბეტურ მონასტერში თიხის ფირფიტებზე ამოტვიფრული იპოვეს, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიკური ხდება. ეს კი ხელს უშლის გულის კუნთის ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლის, სხვადასხვა სიმსივნის წარმოშობას. მკვეთრად უმჯობესდება მხედველობა, ორგანიზმი კი ახალგაზრდავდება.

 

დამზადება: გავფცქვნათ და გავრეცხოთ 350 გ ნიორი. დავჭრათ წვრილად და დავსრისოთ ჭურჭელში ხის ან ფაიფურის კოვზით. ავიღოთ 200 გ  ნივრის მასა ქვემო ფენიდან (სადაც ბევრი წვენია), მოვათავსოთ მინის ჭურჭელში, დავასხათ 200 გ 96%-იანი სპირტი და ჭურჭელს მჭიდროდ დავახუროთ. გავაჩეროთ ბნელ, გრილ ადგილას ათი დღის განმავლობაში, შემდეგ ჭურჭლის შიგთავსი გავფილტროთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში, ჩავასხათ ისევ მინის სუფთა ჭურჭელში და გავაჩეროთ 2-3 დღე ბნელ, გრილ ადგილას.


მკურნალობის კურსი: ნაყენი დავლიოთ  ჭამამდე 20 წუთით ადრე ცივ რძესთან ერთად  სამჯერ დღეში (საჭიროა 50 გ რძე ერთ მიღებაზე, სასურველია თხის რძე). წამალი უნდა დავლიოთ შემდეგი სქემით:


პირველი დღე: საუზმემდე 2 წვეთი, სადილობამდე - 2, ვახშმამდე - 3.

მე-2 დღე: საუზმემდე 4 წვეთი, სადილობამდე - 5, ვახშმამდე - 6.

მე-3 დღე: საუზმემდე 7 წვეთი, სადილობამდე - 8, ვახშმამდე - 9.

მე-4 დღე: საუზმემდე 10 წვეთი, სადილობამდე - 11, ვახშმამდე - 12.

მე-5 დღე: საუზმემდე 13 წვეთი, სადილობამდე - 14, ვახშმამდე- 15.

მე-6  დღე: საუზმემდე 15 წვეთი სადილობამდე - 14 , ვახშმამდე - 13.

მე-7 დღე: საუზმემდე 12, სადილობამდე - 11, ვახშმამდე - 10 წვეთი,

მე-8 დღე: საუზმემდე 9 წვეთი, სადილობამდე - 8, ვახშმამდე - 7.

მე-9 დღე: საუზმემდე - 6, სადილობამდე - 5, ვახშმამდე - 4,

მე-10 დღე: საუზმემდე - 3, სადილობამდე - 2, ვახშმამდე - 1;

მე-11 დღე: საუზმემდე - 25, სადილობამდე - 25; ვახშმამდე - 25.

მე-11 დღიდან კი მივიღოთ 25 წვეთი 50 გ რძესთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამამდე.


მიღება გავაგრძელოთ მანამ, ვიდრე ნაყენი არ დამთავრდება. ნაყენი უნდა დამზადდეს შემოდგომაზე, როდესაც ნიორი შემოდის. იანვრის ბოლოდან მის მიღებას აზრი არა აქვს.


გთავაზობთ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხელს უშლის რადიკულიტს, სკლეროზს, ჰიპერტონიას, დამბლას, ფსიქიკურ მოშლილობებს, ონკოლოგიურ დაავადებებს, გულის, ღვიძლის, ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ვენების გაგანიერებას თრომბოფლებიტს, მარილების დაგროვებას, ასთმას, ქალურ დაავადებებს.


მომზადების წესი: 400 გ ალოეს ფურცლები (ალოე უნდა იყოს 3-5 წლის) ჩავაწყოთ პოლიეთილენის პარკში და  შევინახოთ მაცივარში  7 დღის განმავლობაში. შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპში, შევურიოთ 500 გ მაისის თაფლი და 0.7 ლ მაგარი წითელი ღვინო. ყოველივე მოვათავსოთ  მინის ჭურჭელში და გავაჩეროთ ბნელ ადგილას  5 დღის განმავლობაში.


გამოყენების წესი: წამალი პირველი ხუთი დღის განმავლობაში  მივიღოთ 1 ჩაის კოვზით სამჯერ დღეში, აუცილებლად  ჭამამდე ერთი საათით ადრე, დანარჩენ დღეებში  კი უკვე  1 სუფრის კოვზით  სამჯერ დღეში, კვლავაც ჭამამდე  ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსი  3-7 კვირა უნდა გაგრძელდეს.



ავტორი: ეკა ასათიანი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner