ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისთვის პასუხი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს.
მისივე თქმით, 7 ნოემბრის შემოქმედი გიგა ბოკერიაა.
„კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ რიგითმა პოლიციელმა, რომელიც 7 ნოემბერს ხალხს სასტიკად არბევდა და აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში თავშეფარებულ მშვიდობიან მომიტინგეებსაც კი ფიზიკურად უსწორდებოდა.
საერთოდ, 7 ნოემბრის დანაშაულის უშუალო შემოქმედია გიგა ბოკერია, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს. ციხეში უნდა იჯდეს თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი, რომელიც ხალხის დარბევის შემდეგ სისხლიან რუსთაველის პროსპექტზე მარშირებდა და „მიშა-მიშას" ყვიროდა.
ციხეში უნდა ისხდნენ მაშინდელი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები - გოგა გრიგალაშვილი და გიორგი გეგეჭკორი.
ციხეში უნდა ისხდნენ ის ზონდერები, რომლებიც ყვიროდნენ - „ბადრის რააა..."!
კითხვას ვსვამ - ვინც ავთო ჯორბენაძეს ხელკეტს ურტყამდა, ის ზონდერი დაიჭირეს და პასუხი აგებინეს?!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.