logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ვერ შეძლებს
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:35




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია „პირველი არხის" გადაცემაში „მთავარი" მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას ეხმიანება და ამბობს, რომ სააკაშვილი მხოლოდ თავისი პარტიის ჩამოშლის პროცესებს უწყობს ხელს. მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ვერ შეძლებს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.


„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად და კანონის დარღვევით ჩართული იყო ქართულ პოლიტიკაში. მას თავისი პარტიისთვისაც კი უკიდურესად დესტრუქციული როლი აქვს და მხოლოდ დაშლას და ჩამოშლას უწყობს ხელს, მეტს ვერაფერს. რაც შეეხება საქართველოში მის ყოფნას, ეს სამართლებრივად შეუძლებელია. როგორც იცით, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე და ფიზიკურად საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, რადგან ეს არის ჩვენს სისხლის სამართალთან, კანონმდებლობასთან, მართლმსაჯულებასთან შეუთავსებელი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner