logo_geo
eng_logo
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას დადებითად აფასებს
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:40



„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებულ ინიციატივას, დროულ გადაწყვეტილებას უწოდებს.


„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა მისასალმებელია.



მისასალმებელი ინიციატივაა. ამის შესახებ განცხადებას მოუთმენლად ველოდით. ავტომობილების 90%-ზე მეტი არის 12 წელს გადაცილებული, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ეს რა თქმა უნდა, დიდი საფრთხეა, როგორც გამონაბოლქვის, ასევე საგზაო შემთხვევების კუთხით", - აღნიშნა ლალიაშვილმა.



ლალიაშვილის თქმით, თუ რამდენი საგზაო შემთხვევაა გაუმართაობის გამო, ეს ინფორმაცია მას არ გააჩნია.



მომავალში ყურადღებამისაქცევია, რომ ეს სტატისტიკა აღირიცხოს, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ დაბინძურებული ჰაერის 70% მოდის ავტომობილის გამონაბოლქვზე. ცალსახად მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 76% ამბობს, რომ მათთვის ტექდათვალიერება მისაღებია. ამით შეგვიძლია ვტქვათ, რომ მოსახლეობაშიც პოზიტიური დამოკიდებულებაა", - განაცხადა ლალიაშვილმა.



ავტომობილების სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით, მთავრობა საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს.



მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.



ავტომობილების ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner