logo_geo
eng_logo
„საქართველოს საავტომობილო ფედერაცია“ სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას მიესალმება
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:40



ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებულ ინიციატივას, მნიშვნელოვან და საჭირო გადაწყვეტილებას უწოდებს „საქართველოს საავტომობილო ფედერაცია".



„საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის 90% მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს.


 

სოციალურ ქსელში უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ამ ფაქტმა, მოსახლეობის 90% იწონებს ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტექდათვალიერების მოთხოვნა, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. მე, როგორც ერთი მოქალაქე, გახარებული ვარ ამით. მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში არ დავამკვიდრეთ ცხოვრების ევროპული ნორმები, მაშინ ევროპეიზმი მხოლოდ შენგენის ვიზის მოპოვებაზე დავა", - განაცხადა ოგბაიძემ.

 


ამასთან, შალვა ოგბაიძეს მიაჩნია, რომ „ეს არის ერთი პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯი გადადგმული ევროპული ცხოვრებისკენ.



არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ იარსებებს კორუფცია ამაში, თუმცა მიმაჩნია, რომ ქართველმა გემო გაუგო კორუფციის გარეშე ცხოვრებას და ეს აღარ მოხდება. ტექდათვალიერება ეს არ არის გადასახადი, ეს არის ნაკლები კიბო, ნაკლები სიმსივნური და ონკოლოგიური დაავადება, ეს არის ნაკლები ავარია უმუხრუჭობის გამო, ან საჭის გადატანისგან. ტექდათვალიერება ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენი ავტომობილის გამართულობას პერიოდულად შევამოწმებთ", - უთხრა „პირველს" შალვა ოგბაიძემ.



ავტომობილების სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით, მთავრობა საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს.



მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.



ავტომობილების ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner