ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან აღდგება.
საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.
ქუმსიშვილის განცხადებით, ტექდათვალიერების ფასი საზოგადოების შემოსავლის დონის გათვალისწინებით დადგინდება.