ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მედიასაშუალებები ეხმაურებიან.
„პოლიტ.რუ" წერს, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტი პოროშენკო კორუფციის მფარველობაში დაადანაშაულა - „სააკაშვილი გადადგა და პოროშენკოს ომი გამოუცხადა".
ასევე რუსული და უცხოური გამოცემები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე საკუთარ თავს უწოდა „ჯარისკაცი, რომელიც ბოლომდე იბრძვის".
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.