logo_geo
eng_logo
გერმანიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავეს
- +

8 ნოემბერი. 2016. 15:50



გერმანიის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ტერორისტულ დაჯგუფებასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავეს. სპეცოპერაცია ორ ფედერალურ მიწაზე - ქვედა საქსონიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ჩატარდა.



ერთ-ერთი დაკავებული წარმოშობით ერაყელი, 32 წლის აბუ ვალაა, გერმანიაში მცხოვრები ისლამისტებს ლიდერია.



დაკავებულები სირიის ტერიტორიაზე ექსტრემისტული დაჯგუფების მხარეს საბრძოლო მოქმედებების მიღებაში არიან ეჭვმიტანილები.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner