გერმანიის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ტერორისტულ დაჯგუფებასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავეს. სპეცოპერაცია ორ ფედერალურ მიწაზე - ქვედა საქსონიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ჩატარდა.
ერთ-ერთი დაკავებული წარმოშობით ერაყელი, 32 წლის აბუ ვალაა, გერმანიაში მცხოვრები ისლამისტებს ლიდერია.
დაკავებულები სირიის ტერიტორიაზე ექსტრემისტული დაჯგუფების მხარეს საბრძოლო მოქმედებების მიღებაში არიან ეჭვმიტანილები.