თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპამ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.
„მივმართავ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებიც „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ტერორისტებს უჭერენ მხარს: შეწყვიტეთ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა, უკეთესი იქნება, თუ „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ მიიღებთ ზომებს, რადგან ისინი ევროპელ ახალგაზრდებს წამლავენ", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
მისი თქმით, თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტებს ებრძვის, რათა უზრუნველყოს არა მხოლოდ თურქი ხალხის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არამედ ევროპის მომავალიც.