logo_geo
eng_logo
17-18 ნოემბერს კონფერენცია „ქართული დიასპორა - შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჩატარდება
- +

8 ნოემბერი. 2016. 17:20



17-18 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება კონფერენცია - „ქართული დიასპორა - შესაძლებლობები და გამოწვევები". ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტრო ავრცელებს.


აქვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნუგზარ ფოფხაძეს მოწვევას უგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



ბატონ ნუგზარ ფოფხაძეს                   


ბატონო ნუგზარ,


მაქვს პატივი გაუწყოთ, რომ მიმდინარე წლის 17-18 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება მაღალი დონის კონფერენცია - „ქართული დიასპორა - შესაძლებლობები და გამოწვევები", რომლის გახსნითი ცერემონია გაიმართება 17 ნოემბერს, 10:00 საათზე, თსუ I კორპუსში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, №1.


კონფერენციის მიზანია ქართული დიასპორის პოტენციალის წარმოჩენა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში.


აღნიშნულით ვაგრძელებთ ბოლო ორი წლის მანძილზე დამკვიდრებულ ფორმატში მსჯელობას დიასპორაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ და სახელმწიფოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის ერთგული მეკავშირის ფუნქციების შესრულებას.


17 ნოემბერს, კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სამი თემატური ჯგუფი: „ლევილის მამული - წარსული, აწმყო, მომავალი", „განათლების საკითხები, მეცნიერება და ახალგაზრდობა", და „დიასპორული ინვესტიციები".


თქვენი მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს ხსენებულ ღონისძიებას.


გთხოვთ, მობრძანდეთ.


პატივისცემით, გ.დუმბაძე                       


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner