უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, გადადგეს თანამდებობიდან, შეაფასა.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.
„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. ზოგიერთი მათგანი მთავრობაში წარმატებულ მუშაობას აგრძელებენ, მაგალითად, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში - უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგლავა და სხვები. ზოგიერთმა მოღვაწეობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.