logo_geo
eng_logo
10 ნოემბერს საქართველოს საუკეთესო კომპანიებსა და ბიზნესმენებს გამოავლენენ
- +

8 ნოემბერი. 2016. 17:44


 

10 ნოემბერს მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი" და „გორბი" „გარდენ ჰოლში" (დ. აღმაშენებლის 73)  მე-17  ბიზნეს-რეიტინგს  გამართავს, სადაც საქართველოს საუკეთესო კომპანიებს და ბიზნესმენებს გამოავლენს.



ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა - პირველად საქართველოში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია, წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. წლის საუკეთესო ინვესტორი გარდამავალი ჯილდოთი დაჯილდოვდება.



მედიაჰოლდინგი „Georgian Times" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „GORBI" ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.



პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.


 

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდება, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი", რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

 

 

წლების მანძილზე პროექტის მხარდამჭერები იყვნენ:  



1.       თბილისის მერია

2.       ეკონომიკის სამინისტრო

3.       ფინანსთა სამინისტრო

4.       სოფლის მეურნეობის სამინისტრო

5.       ენერგეტიკის სამინისტრო

6.       თანაინვესტირების ფონდი

7.       საპარტნიორო ფონდი

8.       ინვესტ ინ ჯორჯია

9.       საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა

10.    საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში

11.    საქართველოს ბიზნესუმბუსდმენი

 

 

 

 

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან:


  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი 
  2. ტელეკომპანია რუსთავი 2
  3. ტელე იმედი
  4. ტელეკომპანია იბერია
  5. ტელეკომპანია მაესტრო
  6. TV პირველი
  7. ტელეკომპანია ობიექტივი
  8. TV აფხაზეთის ხმა
  9. საფერავი TV
  10. TV 8
  11. ქართული TV
  12. ტელეკომპანია მუზიკბოქსი
  13. გადაცემა ბიზნესკონტრაქტი
  14. გადაცემა საქმიანი დილა
  15. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
  16. ავტორადიო
  17. ონლაინ გაზეთი www.geotimes.ge
  18. ბიზნეს პორტალი www.award.com.ge
  19. საინფორმაციო სააგენტო www.for.ge
  20. საინფორმაციო სააგენტო www.georgianpress.ge
  21. პირველი ნიუსი საქართველო www.1news.ge
  22. პორტალი www.kvira.ge
  23. საინფორმაციო პორტალი www.newsday.ge
  24. საინფორმაციო სააგენტო www.reportiori.ge
  25. ინგლისურენოვანი გაზეთი The Georgian Times
  26. ინგლისურიენოვანი გაზეთი Caucasian Business Week
  27. ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today
  28. გაზეთი პრაიმთაიმი
  29. ჟურნალი თბილისელები
  30. გაზეთი სვაბოდნაია გრუზია
  31. გაზეთი ვერსია
  32. გაზეთი კვირის პალიტრა
  33. გაზეთი ქართული სიტყვა
  34. გაზეთი რეზონანსი
  35. ჟურნალი Forbes Georgia

 


 

წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

 

 

1.       TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

2.       კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია

3.       ყაზბეგი - გოგი თოფაძე

4.       ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე

5.       GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე

6.       შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი

7.       შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია

8.       TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე

9.       გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი

10.    შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი

11.    ჯეოსელი -  ოსმან თურანი

12.    ჯეოსელი - ოსმან თურანი

13.    ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

14.    სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამედოვი

15.    საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

16.    ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

 


საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.


 

კომპანიები შეფასდნენ  შემდეგი კრიტერიუმებით:



მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.



საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი

 

1.        სოკარ ჯორჯია გაზი მაჰირ მამედოვი

2.       შუხმან ვაინს ჯორჯია ნუცა აბრამიშვილი

3.       სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მაჰირ მამედოვი

4.       საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იორგ მათიესი

5.       რუსთავის აზოტი კონსტანტინე ლილა

6.       რიქსოს ბორჯომი ანარა კესიკბაევა

7.       პეტროკას ენერჯი ჯგუფი ივანე ნაკაიძე

8.       ნიკორა სუპერმარკეტი დავით ურუშაძე

9.       კახური ტრადიციული მეღვინეობა ზურაბ ჩხაიძე

10.    ჯორჯიან ამერიქან ელოისი ველველ ლოზინსკი

11.    ჯეოსთილი ბალაკრიშნან საჯივ

12.    ზარაფხანა ქეთევან გოგნაძე

13.    ვისოლ ჯგუფი სოსო ფხაკაძე

14.    ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი ბადრი წილოსანი

15.    ენ სი სი გეგი ქელბაქიანი

16.    დუგლაძეები  ღვინო დავით დუგლაძე

17.    ყულევის ნავთობ ტერმინალი და პორტი კარიმ გულიევი

18.    თიბისი ბანკი ვახტანგ ბუცხრიკიძე  

19.    გეოპლანტი მიხეილ ჭკუასელი

20.    ბაზისბანკი დავით ცაავა

21.    აუთდორ.ჯი ვასილ ბარნოვი

22.    აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო ემილ აბასბეილი

23.    PSP  ჯგუფი გოჩა გოგილაშვილი

24.    კომპანია ავერსი პაატა კურტანიძე

25.    აი სი ჯგუფი თენგიზ მეზურნიშვილი


ინვესტორები


1.       ყულევის ნავთობ ტერმინალი კარიმ გულიევი  

2.       თამ მენეჯმენტი ვაჟა თორდია

3.       კასტელო მარე ვაკო კუვშინოვი

4.       აი სი ჯგუფი თენგიზ მეზურნიშვილი

5.       დრიმლენდ ოაზისი ნიკოლოზ გეგუჩაძე

6.       წყალტუბო პლაზა გიორგი ორთოიძე

7.       ჩემი რანჩო ივანე იოსელიანი

8.       კინგ დავიდი ნიკოლოზ ორჯონიკიძე

9.       ომეგა ჯგუფი ზაზა ოქუაშვილი

10.    ორბი ჯგუფი ირაკლი კვერღელიძე  

 

კონკურსგარეშე

 

1.       გიუაანი გიორგი სურგულაძე

2.       ნიუ თაიმი მალხაზ ბერიძე

3.       შავი ზღვის უნივესიტეტი ილიას ჩილოღლუ


ტრადიციულად ბიზნეს-რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner