logo_geo
eng_logo
ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებში საქართველო მე-8 ადგილზეა
- +

8 ნოემბერი. 2016. 17:56



„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" facebook-გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" რეიტინგს, რომლის მიხედვით, საქართველო ტოპ ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს. ვიდეოკოლაჟში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.

ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ახალი ზელანდია

2. კანადა

3. ჰონგ-კონგი 

4. მაკედონია

5. აზერბაიჯანი

6. სინგაპური

7. ავსტრალია

8. საქართველო

9. სომხეთი

10. ირლანდია


დეტალური  ინფორმაცია:

https://www.facebook.com/worldeconomicforum/videos/



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner