საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო:
„შეძრწუნებული ვარ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. ქართველი ხალხის სახელით თანავუგრძნობ მეგობარ თურქ ხალხს და ვადასტურებ თურქეთის ხელისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 20 ადამიანი. აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:55 საათზე მოხდა, რა დროსაც ქუჩაში შედარებით ნაკლები ადამიანი იყო.