logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: უკრაინელებმა ახალი პოლიტიკური მეტასტაზი მიიღეს
- +

8 ნოემბერი. 2016. 19:31


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა შეარცხვინო საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

 

იყო ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს იყო გარანტი სახელმწიფოებრულობის, კონსტიტუციის და იყო სამშობლოს პატრიოტი.

 

მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს სიტყვა „ყოფილი". ყველა ყოფილი პრეზიდენტი თუ პრემიერი ყოველთვის რჩება პრეზიდენტად და პრემიერად პოლიტიკური „შეგნებით".

 

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დიდი ხანია შეგუებულები ვართ, რომ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ყოველთვის დათმობთ საქართველოს ინტერესებს, მაგრამ დამიჯერეთ მსგავსი პოლიტიკური ვაგხანალიის ჩამდენს არცერთი სახელმწიფოს გინდ ახალი და გინდ ძველი პოლიტიკური ელიტა არ მიიღებს, რადგან დაუწერელი წესია გამყიდველობა ორჯერ ისჯება და არა ერთხელ. ვინც გაყიდა იმისგან და ვისთანაც გაყიდა იმისგან.

 

ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მწუხარებას და ვუთანაგრძნობ უკრაინულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს. მათ მიიღეს კლასიკური გაგებით ახალი პოლიტიკური მეტასტაზი.

 

თქვენ კი ბატონო პრეზიდენტო დარჩებით შავ ლაქად საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

ეს ადამიანი არის სახე „ნაციონალური მოძრაობის" და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს",- წერს აბესაძე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner