logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ნიუ-იორკში მისცა
- +

8 ნოემბერი. 2016. 20:26



აშშ-ში 8 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ტელეკომპანია Euronews-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ნიუ-იორკში მისცა. კლინტონს საარჩევნო უბანზე თან ახლდა მისი მეუღლე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.


საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი მომხრეებს გაესაუბრა, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილები.


ტელეკომპანია Fox news-ის ინფორმაციით, ბოლო კვლევებით ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა 48% უჭერს მხარს, ხოლო დონალდ ტრამპს - 44 %.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner