აშშ-ში 8 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ტელეკომპანია Euronews-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ნიუ-იორკში მისცა. კლინტონს საარჩევნო უბანზე თან ახლდა მისი მეუღლე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.
საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი მომხრეებს გაესაუბრა, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილები.
ტელეკომპანია Fox news-ის ინფორმაციით, ბოლო კვლევებით ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა 48% უჭერს მხარს, ხოლო დონალდ ტრამპს - 44 %.