logo_geo
eng_logo
დედაქალაქის ბიუჯეტში წარდგენილი ცვლილებები დამტკიცდა
- +

8 ნოემბერი. 2016. 20:29


 

თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელსაც  მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, 13 კი წინააღმდეგ წავიდა. საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი 14 მილიონი ლარის კორექტირებას ითვალისწინებდა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი კი, როგორც საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, საბავშვო ბაღებს მოხმარდება.


ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი საბავშვო ბაღებში შტატების გაზრდაა. ასევე, ამ ცვლილებების პროექტით, თანხები ჯანდაცვის პროგრამებსაც დაემატება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner