2014-2016 წლებში თბილისში 440 ქუჩაზე 2 900 000 მ2 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოები ჩაუტარდა : ვერეს ხეობას, ბაგები-წყნეთის 12კმ-იან მონაკვეთს, თბილისის ზღვის შემოვლით გზას, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს, ჭავჭავაძის ქუჩას, ბარნოვის, ნუცუბიძის, თევდორე მღვდლის, წინამძღვრიშვილის, ყიფიანის, თამარაშვილის, კოსტავას, ახვლედიანის და გოგებაშვილის ქუჩებს.