logo_geo
eng_logo
დუბლინში მსოფლიოს წამყვანი IT კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გაიმართა
- +

8 ნოემბერი. 2016. 20:50



ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატისა (i-Cham)  და ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოს (Enterprise Ireland) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში,  რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორს მიეძღვნა.


კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაციით წარსდგა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი. მან ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებული ხელსაყრელი  გარემო, ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე და იმ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე რაც საქართველოში არსებობს ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.


დროებითმა რწმუნებულმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამაზე, რაც 2020 წლისთვის  საქართველოს მთელი ტერიტორიის საყოველთაო ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს. მან ხაზი გაუსვა ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.  მისი განცხადებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა და საქართველოს, როგორც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) კიდევ უფრო განვითარება.


აღსანიშნავია, რომ დუბლინში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიის სფეროს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების, მათ შორის „Google" და „LinkedIn" წარმომადგენლებმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner