„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით იასაუბრა. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის ფუნქცია არის კრიზისების განმუხტვა, რასაც გიორგი მარგველაშვილი ბოლო დროს ვერ ასრულებს.
„წარუმატებელი და წარმატებული შეიძლება იყოს პრეზიდენტი და არა მისი ინსტიტუტი. პრეზიდენტს ასეთ საკონსტიტუციო მოდელებში მას აქვს კრიზისების განმუხტვის ვალდებულება და წარმომადგენლობითი ფუნქცია. თუ ბოლო დროის მოვლენების ანალიზს გავაკეთებთ, შეინიშნებოდა ხშირად, რომ პრეზიდენტი გვევლინებოდა არა, როგორც კრიზისების განმუხვტის ერთ-ერთ მონაწილედ, არამედ კრიზისების შექმნის წყაროდ",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.