logo_geo
eng_logo
ელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს...
- +

8 ნოემბერი. 2016. 23:50



გაზეთ ,,ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს. როგორც კილაძე აცხადებს, „ტაბულას" რედაქტორისგან განსხვავებით, მას არასდროს დაუბლოკია განსხვავებული აზრი და „ქრონიკა +"-ის საათი ისეთივე თავისუფალია, როგორიც გაზეთი.


„აგრესიულ ფრთას, ქალბატონ ჩერგოლეიშვილს და ბატონ ბოკერია  ჩვენი მისამართით ერთად-ერთი ბრალდება აქვთ, რომ მე „ობიექტივის" ეთერში გადაცემა მიმყავს.

პირველი მინდა ვთქვა, რომ ეს გადაცემა გაზეთის დაარსების დღიდანვე არსებობს. ჩვენ მივიღეთ წინადადება ირმა ინაშვილისგან, რომ  „ობიექტივში" გვქონოდა „ქრონიკა +"-ის საათი და სრულიად თავისუფლები ვიქნებოდით. აღნიშნულ ტელევიზიაში განსხვავებული აზრიც გამოთქმულა, არც სტუმრების, არც შეკითხვები შეთანხმება მოუთხოვია ვინმეს და არც ერთი რუსეთის მხარდასაჭერი განცხადება ჩვენს გადაცემაში არყოფილა. „ქრონიკა +"-ის საათი ისეთივე თავისუფალია, როგორიც გაზეთი. ტელეკომპანია „ტაბულასგან" და ჩერგოლეიშვილისგან განსხვავებით, რომელიც ვერ იტანს განსხვავებულ აზრს და იმ ადამიანებს, რომელიც მას არ ეთანხმებიან. ყველას ბლოკავს და შეუარცყოფას აყენებს. თავისუფლების ხარისხი „ობიექტივში" ისეთივე მაღალია, როგორიც „ქრონიკა +"-ში",- განაცხადა კილაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner