პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებით დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრების საკითხებზე შეხვედრა შედგა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც დაესწრო.
„უფრო მეტად და მკაცრად უნდა იყოს დაცული პირადი და ოჯახური საიდუმლოების სივრცე, რაც შეიძლება, ცალკე მუხლად იყოს გამოტანილი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასჯელები იყოს გამკაცრებული", - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.