logo_geo
eng_logo
ზაზა სვანაძე თამარ ჩერგოლეიშვილს და ოთო კახიძეს პასუხობს...
- +

9 ნოემბერი. 2016. 00:20


 

ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერიდან „ტაბულას" რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ოთო კახიძის განცხადებებს უპასუხა. როგორც სვანაძე აღნიშნავს, არ შეიძლება რესპოდენტების გამო, რომელიმე ტელევიზიაზე უარყოფითად ისაუბრო.


„ყველა სტუმარი, რომელიც „ობიექტივში" მოდის, ჩემთვის ვერ იქნება მისაღები და ვერცერთი ადამიანისთვის. „რუსთავი 2"-ც აპიარებდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც დღეს არ არის აქტუალური. ვთქვათ, ერთ დროს აპიარებდა ირაკლი ოქრუაშვილს, ამიტომ მე თუ არ მომწონს ოქრუაშვილი არ უნდა მივცე კომენტარი „რუსთავი 2"-ს ? ამას ოთო კახიძის მისამართით ვამბობ, ვინაიდან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია და ესეთი გამონათქვამი გააჟღერა ჩვენი მისამართით, შავრაზმელები ხართო.

რაც შეეხება, ქალბატონ ჩერგოლეიშვილს, მის ირგვლივ სნობური ელიტაა, რომელიც ძალიან ჩაკეტილი გახდა. მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება და ყველას ზემოდან არ უნდა უყურებდნენ. ყველას ვერ ექნება გრანტები და საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული დაფინანსებები. „ობიექტივი" არის მოკრძალებული ტელევიზია, რომელიც მუშაობს ისე როგორც მუშაობს, ზოგჯერ მილი სკდება პირდაპირ ეთერში, რასაც სარკაზმული კომენტარები მოჰყვება. ხდება ასეც, რაც არ არის კარგი, მაგრამ მთავარია დამოუკიდებლები ვართ",- განაცხადა სვანაძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner