logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკა არ შეიცვლება
- +

9 ნოემბერი. 2016. 00:52



ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და  განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნები არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა, არამედ პრაქტიკულად - მსოფლიოს არაფორმალური ლიდერის არჩევნებია, რადგან ამერიკის პოლიტიკა გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს და ვინ გაიმარჯვებს, ამას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


„ტრადიციულად, ერთი პარტია უფრო მეტად ქვეყნის შიდა პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, მეორე კი - უფრო მეტად, აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. თუმცა მთლიანობაში, ამერიკის პოლიტიკა არ იცვლება და ერთი მიმართულებით მოძრაობს. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ჩვენს რეგიონთან და კონკრეტულად, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკა შეიცვლება. საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისეთივე მეგობრული დარჩება, როგორიც დღეს არის. თუმცა, საქართველოზე სერიოზულ გავლენას იქონიებს მომავალი ადმინისტრაციის მიერ ჩვენი მეზობლების მიმართ გატარებული პოლიტიკა" , - განაცხადა სუბარმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner