logo_geo
eng_logo
ტრამპის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
- +

9 ნოემბერი. 2016. 02:01


 

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არჩევნები გაყალბებულია. გუშინ გვიან ღამით ტრამპის კამპანიამ ნევადაში საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო, რომ მათ შტატში ხმის მიცემის კანონი დაარღვიეს და ხალხს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგაც მისცეს ხმის მიცემის უფლება.


სააგენტო Reuters-ის ცნობით, სარჩელში ნათქვამია, რომ კლარკის ოლქის საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, ხმის მიცემის პროცედურის გაყალბების მიზნით, „დემოკრატიული პარტიის აქტივისტებთან ჰქონდათ კოორდინაცია".


ოლქის წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-თან საუბარში საარჩევნო უბნის წინასწარ დახურვის ფაქტი უარყო.


ნევადას შტატში 3 მილიოზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. შტატს ამომრჩეველთა კოლეგიაში 6 წარმომადგენელი ეყოლება. აშშ-ში გამართულ ბოლო ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე შტატის მოსახლეობამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტ ბარაქ ობამას მისცა ხმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner