logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: საქართველოზე შეყვარებული გულია ჰაერზე უფრო მეტად საჭირო...
- +

9 ნოემბერი. 2016. 04:01


 

გია მაისაშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების და საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„აი, ასე არაფორმალურად ხალხი მონაწილეობს არჩევნებში ტეხასში. დაახლოებით 8 საათში ცნობილი გახდება ახალი პრეზიდენტი. ჩემი ანალიზი მეუბნება , რომ იგი იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელსაც გააჩნია ყველაზე ეფექტური და ჰუმანური სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიული გეგმა. ამ გეგმის ძირითადი კონტურები ჩვენ გვქონდა შეტანილი ჯერ კიდევ 1990 წელს, 26 წლის წინ მრგვალი მაგიდის ეკონომიკურ კონცეფციაში. ჰილარი და ბილ კლინტონები ითვლებიან თანამედროვე პოლიტიკის ყველაზე ღრმა მოაზროზროვნეებად, სახელმწიფო მშენებლობის კორიფეებად. რაოდენ ბევრი მაქვს მათგან ნასწავლი.

 

ისიც ვისწავლე, რომ საქართველო დიდი ახლო აღმოსავლეთის მარგალიტია ნამდვილი პატრონის ხელში. მას აქვს პოტენცია იყოს ამ რეგიონში საშუალო განათლების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიის, კრიეტიული ინდუსტრიის, ტურიზმის, ლოჯისტიკის, პროგრესული სახელმწიფო პოლიტიკის, არა კორუმპირებული სახელმწიფო სერვისების, მაღალი პოლიტიკური კულტურის, ნდობაზე და სიყვარულზე დაფუძნებული სოლიდარული საზოგადოების ჩემპიონი და მაგალითი. აი ასეთ საქართველოს შეუძლია გაბრწყინება, ხოლო მის მშენებლობას დიდოსტატები სჭირდება და არა მედროვენი. ღრმა ცოდნა და წრფელი, საქართველოზე შეყვარებული, მოუსყიდავი გულია ჰაერზე უფრო მეტად საჭირო. ღმერთმა ყველა ასეთ კაცს გადააფაროს მფარველი კალთა რათა შეძლონ მათ ასე მომრავლებული შურიანი და ბოროტი გიენების დამარცხება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა ასეთ თქვენგანს და ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე და გამარჯვება, ყისმათი და იღბალი იყოს თქვენთან მუდამ გიენებთან უთანასწორო ბრძოლაში!

 

გიენებთან თქვენსავით ერთ ერთი ბოლომდე მებძოლი, გია მაისაშვილი!"

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner