logo_geo
eng_logo
არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი ორ შტატში ლიდერობს
- +

9 ნოემბერი. 2016. 03:59



CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი, ორ შტატში ლიდერობს.  


კენტუკის შტატის რამდენიმე უბანზე ტრამპმა ამომრჩეველთა ხმების 73% მიიღო, ხოლო ინდიანაში, ამომრჩეველთა ხმების 71%-ზე მეტი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვებით, ტრამპსა და კლინტონს შორის ხმათა თანაფარდობა თითქმის თანაბარი იყო.


ამერიკის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა, თუმცა ეს მონაცემები შტატების მიხედვით განსხვავებულია.


წელს, ამერიკის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობისთვის ქალი იბრძვის. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დემოკრატიულ პარტიას სულ 17 კანდიდატი ჰყავდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი გახდა.


ამერიკაში ოფიციალურად 37 შტატში მოქალაქეებს ხმის მიცემის გამოყენების უფლება აქვთ და როგორც ცნობილია, ამერიკის 40-მა მილიონმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner