logo_geo
eng_logo
ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
- +

9 ნოემბერი. 2016. 10:49


 




ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, სამანევრო ზოლზე და თვითმფრინავების სადგომზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს საპატრულო გზის პროფილში გასწორება, სადრენაჟე კოლექტორების რკინაბეტონის ჭების მოწყობა, შემოღობვის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია მდ.რიონზე ნაპირდამცავი კონსტრუქციის მშენებლობა, რაც ტერმინალის მშენებლობის პარალელურად მოხდება


პროექტი სრულ შესაბამისობაშია ამ ტიპის აეროდრომების მსოფლიო სტანდარტებთან (ICAO), შესაბამისად ფრენების უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ირგვლივ, ასევე თავსა და ბოლოში კონკრეტული უსაფრთხოების ზონები.


აეროპორტის ამოქმედება მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის.


ამბროლაურის აეროპორტი ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონის მოსახლეობისთვის.


ამბროლაურში აეროპორტის აშენების ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. დაახლოებით ორი თვის წინ, 1 სექტემბერს, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის დაწყების საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე იყო განხილული და უკვე წლის ბოლოს ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობაც დასრულდება, რომელიც გათვლილია 50 მგზავრზე.


პროექტის უპრეცედენტო მოკლე ვადებში განხორციელების მიზნით, მხოლოდ ასაფრენ დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის კომპანია „ბლექ სი გრუპმა" დაასაქმა 125 ადამიანი, საიდანაც 75 ადამიანი ადგილობრივი მოსახლე იყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner