logo_geo
eng_logo
„საქართველოს საავტომობილო ფედერაცია“ სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას ემხრობა
- +

9 ნოემბერი. 2016. 10:53


 


„სოციალურ ქსელში უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ამ ფაქტმა, მოსახლეობის 90% იწონებს ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტექდათვალიერების მოთხოვნა, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. მე, როგორც ერთი მოქალაქე, გახარებული ვარ ამით", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებაზე საუბრისას აცხადებს.


მისი თქმით, „ტექდათვალიერება ეს არ არის გადასახადი".

 

„ეს არის ნაკლები კიბო, ნაკლები სიმსივნური და ონკოლოგიური დაავადება, ეს არის ნაკლები ავარია უმუხრუჭობის გამო, ან საჭის გადატანისგან. ტექდათვალიერება ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენი ავტომობილის გამართულობას პერიოდულად შევამოწმებთ", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.


ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner