logo_geo
eng_logo
დავით ჟღენტი: ქართველ ხალხს სულში კიდევ ერთხელ ჩააფურთხეს!
- +

9 ნოემბერი. 2016. 11:08


 


ყოფილი პოლიტპატიმარი დავით ჟღენტი თანამებრძოლებს მიმართავს, ვისთან ერთადაც ის „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იბრძოდა.


„მივმართავ ნონა გაფრინდაშვილს, ელიზბარ ჯაველიძეს,ეზო ესაძეს, გია ბურჯანაძეს და კიდევ მრავალ პატივსაცემ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია მხარდამხარ ბრძოლა ნაცმოძრაობის" ტირანიის დასამხობად.

 

ქართველ ხალხს სულში კიდევ ერთხელ ჩააფურთხეს, როდესაც ის ადამიანი დანიშნეს სახემწიფო თანამდებობაზე, რომელიიმ ჯალათების გვერდით იდგა და აპრავებდა" ახალგაზრდების ქუჩებში ჩახოცვას, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას, ქონების უკანონო ჩამორთმევას, საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტებისთვის დღენახევარში ჩაბარებას, ციხეებში ადამიანების წამებას და გაუპატიურებას, არჩევნების გაყალბებას და კიდევ მრავალ უმსგავსობას.ინმე ლომჯარია დაინიშნა აუდიტის სამსახურში ძალიან მაღალ თანამდებობაზე. ეს იმის მანიშნებელია, რომ ხვალ არ არის გამორიცხული, პროკურორი ადეიშვილი, ახალაიები, კოდუები ისევ ვიხილოთ ხელისუფლებაში, რისი ტენდენციის მომსწრენიც ვართ უკვე. მე და არამარტო მე, მაინტერესებს, ამისთვის ვიბრძოდით?

 

თქვენი ხმა გააგონეთ ქართველ ხალხს",- წერს ჟღენტი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner