აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
„Associated Press"-ის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაქ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.