ვინც ბიძინა ივანიშვილისგან წავიდა თუ გაუშვეს, ყველა ოპოზიციაში გაქანდა და იქიდან ილანძღება, უმადურების ,,კასტა, ერთადერთი ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა კაცურად და კვლავ ბიძინა ივანიშვილის გვერდითაა", - ამ განცხადებას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საკუთარ "facebook" გვერდზე აკეთებს. მისივე თქმით, ღარიბაშვილი ივანიშვილის ერთადერთი რჩეული იყო მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრში და დღესაც ასეა.
„ვინც ბიძინა ივანიშვილისგან წავიდა თუ გაუშვეს, ყველა ოპოზიციაში გაქანდა და იქიდან ილანძღება, უმადურების ,,კასტა, ერთადერთი ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა კაცურად და კვლავ ბიძინა ივანიშვილის გვერდითაა, სწორედ მისი წესიერება, ერთგულება, ღირსება ვერ მოინელეს გაყიდულმა პოლიტიკოსებმა და ტალახის სროლას არ ეშვებიან! გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, იყო მისი ერთადერთი რჩეული მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრში და ასეა დღესაც! კიდევ ბევრი წახვალთ ამ გუნდიდან და წახვალთ და დაიწყებთ გინებას, ბიძინა და ირაკლი კი ისევ ერთად იქნებიან", - განაცხადა ჯღარკავამ.