logo_geo
eng_logo
„დიდი შოკი“ - ასე აფასებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის არჩევნების წინასწარ შედეგებს
- +

9 ნოემბერი. 2016. 11:45


 




გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო შოკირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters" ავრცელებს


როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს, მისთვის დიდი შოკი იყო.


„ვფიქრობ, ტრამპმა იცის, რომ ეს იყო არა მისთვის მიცემული ხმა, არამედ ვაშინგტონის, ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიცემული ხმა", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია ARD-სთან საუბრისას.


CNN-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დონალდ ტრამპს უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 288 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი - 215. გამარჯვებისთვის კანდიდატს 538-წევრიანი კოლეგიის ხმათა უმრავლესობა, ანუ 270 ხმა სჭირდება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner