logo_geo
eng_logo
„სააკაშვილი უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“
- +

9 ნოემბერი. 2016. 12:01


 


„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პარტიის შექმნას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, სადაც სააკაშვილის მთავარი ლოზუნგი  იქნება „არა კორუფციას უკრაინაში".


 

სააკაშვილის გადადგომა მოსალოდნელი იყო. სააკაშვილი ცდილობდა, უკრაინაში შეექმნა ნათელი და არაკორუმპირებული სისტემა, რასაც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი და უკრაინის მთავრობა. ამიტომ ასეთ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა. იყო იუსტიციის სახლის საკითხი, რომელიც ვერ ამოქმედდა და მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ერთ, ვიწროდ აღებულ რეგიონში ძალიან ძნელია იმ რეფორმების გატარება, რომელსაც ის აკეთებდა და გეგმავდა. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს არის გადაწყვეტილება უკრაინის ელექტორალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმისეს ნაბიჯი უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში. მან თავის გამოსვლაში თქვა კიდეც, რომ ბრძოლა გრძელდება უკრაინის ცხოვრებაში და ბრძოლა შეიძლება გაგრძელდებს მხოლოდ ერთი მიმართულებით", - განუცხადა ნუგზარ წიკლაურმა „პრაიმტაიმნიუსს".



ნუგზარ წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება უკრაინის ცხოვრებაში ტექტონიკური ძვრაა და მას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება.



სააკაშვილი პოლიტიკურ ძალას  ჩაუდგება სათავეში და ამ პოლიტიკური ძალების მთავარი ლოზუნგი იქნება არა კორუფციას უკრაინაში".  ამიტომ სააკაშვილი არ ღალატობს მთავარ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც მას ქონდა საქართველოში და ახლა აქვს უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილს აქვს უშუალო კონტაქტი ხალხთან, რომელიც უნდა გამოიყენოს. მე ველოდები სახალხო მოძრაობის ორგანიზებას სააკაშვილისგან საქართველოში", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 


მისი თქმით, სააკაშვილი შექმნის პარტიას და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში და იქ მყოფი ქართველი მაღალჩინოსნები სააკაშვილის გუნდის წევრები იქნებიან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner