logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: პირობას ვდებ, ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები
- +

9 ნოემბერი. 2016. 12:15


 


აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ წუთებში საარჩევნო შტაბში მხარდამჭერებს მიმართავს.


სიტყვით გამოსვლაში ტრამპმა მომხრეებს მადლობა გადაუხადა.


„პირობას ვდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტრამპმა.


მან ასევე მიმართა ყველა იმ ამერიკელს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა არ მისცა და განაცხადა, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა აშშ-ის გაერთიანების მიზნით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner