logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: იცით თუ არა...
- +

9 ნოემბერი. 2016. 12:16


 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ნოტების წარმოშობასთან დაკავშირებით წერს.

 

 

დო... რე... მი... ფა... სოლ... ლა... სი"

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის ეს 7 ნოტი. მაგრამ იცით თუ არა, საიდან მოდის და რას ნიშნავს მათი სახელწოდებები?

თანამედროვე სანოტო სისტემის წარმოშობა და სახელდება უკავშირდება მე-11 საუკუნეში მოღვაწე გვიდო 'არეცოს (Guido 'Arezzo)- იტალიელი მუსიკის თეორეტიკოსს, რომელმაც ნოტების სახელწოდებებად აიღო წმ. იოანე ნათლისმცემლის ლოცვის სტროფების საწყისი მარცვლები:

UT queant laxis

REsonare fibris

MIra gestorum

FAmuli tuorum

SOLve polluti

LAbii reatum

Sancte Ioannes

მოგვიანებით, მე-16 საუკუნის ბოლოს Sa" გადაიქცა სი"-დ, ხოლო მე-17 საუკუნის ბოლოს, UT" გადაკეთდა დო"-დ, რამაც სიმღერა უფრო გააადვილა", - წერს კვაჭანტირაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner